უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სპეციალობების ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თსსუ–ის საპატიო დოქტორის, პროფესორ  რონალდ ბლეის ლექციები

უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სპეციალობების ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თსსუ–ის საპატიო დოქტორის, პროფესორ რონალდ ბლეის ლექციები

   
   

 

მიმდინარე წლის 28 სექტემბერიდან 2 ოქტომბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში, მედიცინის ფაკულტეტის I და II კურსის სტუდენტებისთვის,  ლექციები წაიკითხა ქ. უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სპეციალობების ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თსსუ–ის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა  რონალდ ბლეისმა.

 

 

ლექციების თემატიკა:

  • „ადამიანის აუტონომიური ნერვული სისტემა“
  • „თავის ტვინის სისხლის მომარაგების ანატომიური ასპექტები“
  • „თავის ტვინის სისხლძარღვთა ინერვაციის მორფო–ფუნქციური თავისებურებანი“

აღსანიშნავია, რომ პროფესორ როლანდ ბლეისი ტრადიციულად, ყოველ სასწავლო წელს კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და რაც წარჩინებულ სტუდენტებს მომავალში ეხმარებათ უტრეხტის უნივერსიტეტში (ადამიანის ანატომიაში) საზაფხულო სკოლა–სტაჟირებაში.