2023 წლის 21-22 მარტს თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტში, შესაბამისი დარგის ექიმებისთვის, ჩატარდა უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა „ კონსულტირება და კომუნიკაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში“ (სახ. აკრედიტაცია N0253,12 უპგ ქულა).
პროგრამას უძღვებოდა თსსუ-ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ზაზა ბოხუა.