ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი კაზიმირ სზოპინსკი და ფარმაციის ფაკულტეტის   და ლაბორატორიული მედიცინის დეკანის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ფარმაციის დოქტორი პიოტრ ლულინსკი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირინა კაპეტივაძე, ERASMUS+ -ის კოორდინატორი  ნინო კანდელაკი.

პოლონელმა სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფარმაციის ფაკულტეტის  შესახებ, ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივაზე საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით, ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და გაცვლით პროგრამებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან სტუმრებმა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე გადაინაცვლეს, სადაც თსსუ-ის პავილიონი დაათვალიერეს და შეხვდნენ და ესაუბრნენ თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ სამსონ მღებრიშვილს.