ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან  90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია

ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია

2014 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში  ვახტანგ ბოჭორიშვილის დაბადებიდან  90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია ჩატარდა. სტუმრებს მიმართეს  შპს „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა გიორგი აბესაძემ.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა „სეფსისის“ თერაპიული სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა.

სამეცნიერო მოხსენებები წაიკითხეს: თსსუ–ის პროფესორებმა და  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა "სეფსისის" ექიმებმა: მალვინა ჯავახაძემ (იდეალიზმი და რეალიზმი სეფსისის მენეჯმენტში) და მანანა მახვილაძემ (სეფსისი – ზოგადკლინიკური პრობლემა), ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა „სეფსისის“ ექიმებმა: თერაპიული სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა (სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოსტიკის პრინციპები), გინეკოლოგიური სამსახურის უფროსმა ლუიზა მგალობლიშვილმა (სამეანო–გინეკოლოგიური სეფსისის წარუმატებელი მკურნალობის ასპექტები), ექიმმა პედიატრმა ლალი კობიაშვილმა, პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ, სამსახურის უფროსმა დოდო მწყერაძემ (სეფსისის როლი ბავშვთა ავადობაში),  ექიმმა თამთა თხილაიშვილმა (იმპლანტასოცირებული ინფექციების მართვის პრინციპები), კლინიკურმა დირექტორმა, ქირურგიული სამსახურის უფროსმა ერეკლე გოცაძემ და ქირურგმა როდამ ტურძელაძემ (არასპეციფიკური მწვავე ქირურგიული ინფექციები).