ეპილეფსიის თანამედროვე დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდები, ეპილეფსიის ქირურგია - ამ და სხვა საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა 8 აპრილს საჯარო ლექციები ჩაატარეს.
ღონისძიების დაწყებამდე, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა მადლობა გადაუხადა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს სტუმრობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ეპილეფსიის განყოფილების ხელმძღვანელმა ეკატერინე პატარაიამ წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,ეპილეფსია: თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის საშუალებები“.
ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქრისტიან დორფერი დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარსდგა თემით: ,,ეპილეფსიის ქირურგია - სად ვართ ჩვენ?"
პროფესორებმა მიმოიხილეს ეპილეფსიის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და ახალი დიაგნოსტიკური საშუალებები. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოეს ეპილეფსიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს და ამ მიმართულებით გლობალურ ინოვაციებს.
საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.