ვიქტორინა -კონკურსი ჰისტოლოგია, ციტოლოგიასა და ემბრიოლოგიაში

ვიქტორინა -კონკურსი ჰისტოლოგია, ციტოლოგიასა და ემბრიოლოგიაში

2017 წლის 14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის  დეპარტამენტში ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რუსუდან რუხაძის ავტორობითა და მხარდაჭერით, სტუდენტთა აქტიური  ჩართულობით წელს პირველად გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის მოტივირებას და სწავლისადმი ინტერესის ამაღლებას.

კონკურსში ხუთი გუნდი მონაწილეობდა მედიცინის  ფაკულტეტის მესამე სემესტრის სტუდენტების შემადგენლობით.  აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს ტექნიკურ მხარდაჭერას დეპარტამენტის ასოცირებული-პროფესორი სოფიო გიორგაძე, ხოლო უშუალო კურატორობას სტომატოლოგიის ფაკულტეტის  მეშვიდე სემესტრის სტუდენტები უწევდნენ.

ვიქტორინას მოდერატორობდა ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის  დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი ნათია გუჯაბიძე, რომელიც ჯგუფებს ბლიც და ჯგუფურ დავალებებს აძლევდა.

ვიქტორინის ბოლოს კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პროფესორები: ლიანა კიკალიშვილი, ასმათ შუკაკიძე, ირინა კვაჭაძე, თინათინ ჩიქოვანი, ზურაბ ორჯონიკიძე გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრები სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

,,pulsi TV" გადაცემა ,,მედ News" ჩვენს შესახებ