ვიზიტი ჰუმბოლდტის  უნივერსიტეტში (გერმანია)

ვიზიტი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (გერმანია)

2019 წლის 15-19 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სამედიცინო  განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,  სალომე  ვორონოვი მიწვეული იყო  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჰუმბოლდტის  უნივერსიტეტში (გერმანია).

ვიზიტის დროს, სალომე ვორონოვი მიავლინეს შარიტეს, დიტერ შეფნერის სახელობის სამედიცინო განათლების ცენტრში, სადაც ყოველდღიური შეხვედრები ჰქონდა ცენტრის დირექტორთან,  პროფესორ ჰარმ პიტერსთან და მისი გუნდის წევრებთან: მარია სეპკესთან, რონია ბეჰრენთან, ანე ფრანცთან და სხვა.  შეხვედრებზე განიხილეს და იმსჯელეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: კურიკულუმის განვითარება, აკადემიური განვითარება და  ინტერპროფესიული განათლება. გერმანულმა მხარემ ქართველ კოლეგას გაუზიარეს შარიტეს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

სალომე ვორონოვს შეხვედრები ჰქონდა ასევე შარიტეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელ დომინიკ ლაკროიქსთან,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელ რალფ ბერგერთან და დოქტორ მარენ მარცთან. შეხვედრებზე განიხილეს შარიტეში მოქმედი ხარისხის მართვის მექანიზმები და „პროგრეს ტესტი“, მისი  მნიშვნელობა და დადებითი  ასპექტები.

ვიზიტის შედეგად დაიგეგმა შარიტეს დიტერ შეფნერის სახელობის სამედიცინო განათლების ცენტრთან ერთობლივი პროექტის შემუშავება  და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.