ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორ პოლ საბატიეს უნივერსიტეტში

ვიზიტი სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორ პოლ საბატიეს უნივერსიტეტში

2017 წლის 23–27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი,  „ერაზმუს +“ –ის ოფისის კოორდინატორი, ნინო კანდელაკი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის პარტნიორ ტულუზის პოლსაბატიესუნივერსიტეტის  (საფრანგეთი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიწვევით იმყოფებოდნენ საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში. ვიზიტი განხორციელდა   „ერაზმუს +“ პროექტის  ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში.

ვიზიტის განმავლობაში პროფესორი ხათუნა თოდაძე და ქალბატონი ნინო კანდელაკი   შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს: ბატონ ფაბრის დიუმას (Mr. Fabrice Dumas) „ერაზმუს+“ –ის პროექტის კოორდინატორს და ვიცე – პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ბატონმა დიუმამ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაგრძელება „ერაზმუს+“ –ის პროექტის ფარგლებში უნდა აისახოს ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის დამტკიცება მოხდება ნოემბრის თვეში.

სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ასევე შეხვდნენ:  ტულუზის პოლ საბატიეს უნივერსიტეტის ორივე სამედიცინო ფაკულტეტის დეკანს(ცნობისთვის, ისტორიულად ტულუზის უნივერსიტეტში ორი სამედიცინო ფაკულტეტია): პურპანის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანს,  პროფესორ დიდიე კარიეს (Professor Didier Carrier, Dean of the Faculty of Medicine of Purpan) და რანგვილის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანს, ელიე სერანოს (Professor Elie Serrano, Dean of the Faculty of Medicine of Rangueil).

შეხვედრები იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. ფრანგულმა მხარემ სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზა:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფრანგული ენის მცოდნე რეზიდენტების მიღება ზაფხულის სტაჟირებისათვის, სამედიცინო უნივერსიტეტის 5 ფრანგულ|ინგლისურენოვანი აკადემიური პერსონალის მობილობა  (2–2  კვირის პერიოდით ) და  „ერაზმუს +“–ის პროექტის ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის 4 ფრანგულის მცოდნე რეზიდენტის მობილობა 2018 წლის განმავლობაში.

სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და  სამედიცინო უნივერსიტეტის „ერაზმუს +–ის“ ოფისის კოორდინატორი, ქალბატონი ნინო კანდელაკი ასევე შეხვდნენ: „ერაზმუს + –ის“ კოორდინატორს მედიცინის ფაკულტეტისთვის პროფესორ მეიერ ელბაზს ((Professor Meyer ELBAZ, Erasmus + Coordinator of the Faculties of Toulouse), რომელმაც გამოთქვა სურვილი, მიიღოს თსსუ–ის რეზიდენტები თავის დეპარტამენტში.

შეხვედრა გაიმართა  პროფესორ ფილიპ პომართანაც (Professor Philippe POMAR, Dean of the Faculty of Dental Surgery), ყბა–სახის ქირურგიის და ოდონტოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, რომელმაც ასევე მზადყოფნა გამოთქვა სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტების მიღებისა, 3 ან 10 თვიანი პერიოდით, „ერაზმუს+ –ის „მობილობის პროგრამის ფარგლებში.

სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს საერთაშორისო პროექტების კრედიტების მობილობის პროექტის კოორდინატორ, ქალბატონ ოქსანა კონდუზოვასთან, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესთავაზა  „„Horizon 2020“–ის   სამეცნიერო პროექტებში თანამშრომლობა.

სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ქალაქ ტულუზაში  პარტნიორ  უნივერსიტეტში,   კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ წარმატებით გრძელდება ათეული წლის წინათ დაწყებული თანამშრომობა ჩვენს უნივერსიტეტებს შორის.