ვორქშოფი: -,,ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებაში“

ვორქშოფი: -,,ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებაში“

 2018 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფი: -,,ხელოვნური ინტელექტის (Face2Gene) გამოყენება იშვიათი დაავადების დიაგნოსტირებაში“. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ ტყემალაზემ წაუკითხა ლექცია, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა წარმოდგენა შექმნოდა გენეტიკის აქტუალურ საკითხებზე და დარგში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებზე.

ლექცია, პრაქტიკული ხასიათის იყო, რაც კიდევ უფრო ზრდიდა სკოლის მოსწავლეების ინტერესს. ვორკშოფის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად  გამოეყენებინათ  Face2Gene-ის  პროგრამა.

Face2Gene-ის  პროგრამა საკმაოდ ინოვაციურია და წარმოადგენს დამხმარე საშუალებას მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით. პორტალში პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის შეყვანის შემდგომ ალგორითმის მეშვეობით პროგრამა ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი. 

ვორქშოფის განმავლობაში მოსწავლეებს თავად ჰქონდათ პროგრამის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა.  მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია Face2Gene პროგრამაში, რის შემდგომაც თითოეულ მათგანს მიეცა პორტალზე წვდომის შესაძლებლობა. 

Face2Gene პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია უმაღლესი სასწავლების სტუდენტებისა და ექიმებისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის ვორქშოფს ობზერვაციული ხასიათი ჰქონდა.