ვორქშოფი ,,ოჯახის აფთიაქი“

ვორქშოფი ,,ოჯახის აფთიაქი“

 

21 სექტემბერს  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016“-ის  ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა  ვორქშოფი ,,ოჯახის აფთიაქი“, რომელიც მედიკამენტების გამოყენებით პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხებს მიეძღვნა.
ღონისძიება  წარმოადგინა  თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა  გიორგი აფციაურმა, რომელმაც აუდიტორიას გააცნო  ყველაზე ხშირად განვითარებული სამედიცინო შემთხვევების მართვისათვის  აუცილებელი ბაზისური მედიკამენტების ნუსხა, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს ოჯახის აფთიაქში.  
ინტერესისა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევები, რომლის საფუძველზეც თავად აუდიტორია განსაზღვრავდა  თუ რომელი მედიკამენტის გამოყენება იყო უმჯობესი ამა თუ იმ სიმპტომის დროს.  

ღონისძიებაზე, ასევე,  წარმოდგენილი იყო ისეთი პრაქტიკული  საკითხები, როგორიცაა: არტერიული წნევის გაზომვა, გლუკომეტრის გამოყენებით სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, ნახვევების დადება, კისრის ფიქსატორის გამოყენება და სხვა.