წიგნის „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“  წარდგენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

წიგნის „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“ წარდგენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მონოგრაფიის „იშვიათი დაავადებები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ინტეგრირებული მიდგომა“ პრეზენტაცია.

წიგნის ავტორები არიან: თსსუ-ის  მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე. წიგნის სამეცნიერო რედაქტორია ემერიტუსი ელენე აბზიანიძე. პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [SP-22-227]. 

წიგნი იშვიათი დაავადებების შესახებ საქართველოში პირველად გამოიცა და იგი მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც უკავშირდება იშვიათ დაავადებებს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. წიგნი განკუთვნილია როგორც ექიმების ფართო სპექტრისთვის, ისე ბიოსამედიცინო განათლების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, იშვიათი დაავადებების მქონე პირთათვის  და მათი  ოჯახებისთვის. 

წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ: თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი, იშვიათი დაავადებების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.