წიგნის საერთაშორისო დღე

წიგნის საერთაშორისო დღე

2012 წლის 23 აპრილს, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, აღინიშნა “წიგნის საერთაშორისო დღე”. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყო წარმოდგენა - “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, სადაც წიგნებს ადამიანები ასახიერებდნენ, ხოლო მათი წაკითხვა კი საუბრის საშუალებით ხდებოდა. “წიგნებად” მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები – ჯანსუღ ჩარკვიანი, გია მურღულია, ჯუმბერ ლეჟავა, გივი სიხარულიძე, რამაზ საყვარელიძე.

“ცოცხალმა ბიბლიოთეკამ” სტუდენტებს საშუალება მისცა უფრო ახლოს გასცნობოდნენ ლიტერატურაზე მუშაობის ხელოვნებას და გაეგოთ, თუ როგორ იწერება ყველაზე პოპულარული თანამედროვე წიგნები.

ღონისძების დასასრულს გაიმართა პოეზიის საღამო, სადაც სტუდენტებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს პოეტმა რეზი ქინქლაძემ და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.