ხარკოვის ნაციონალური ფარმაცევტული უნივერსიტეტის კოლეგების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ხარკოვის ნაციონალური ფარმაცევტული უნივერსიტეტის კოლეგების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

 

2012 წლის 01 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა ხარკოვის ნაციონალური ფარმაცევტული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ვალენტინ ჩერნიხს და ვიცე-რექტორს სამეცნიერო-სასწავლო და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორ სერგეი პოპოვს.

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი, ფარმაცევტული და ტოქსიკოლოგიური ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია ადეიშვილი-ანდღულაძე.


პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუმრებს დეტალურად გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მათ შორის უცხოენოვანი სტუდენტების სასწავლო პროცესი და პროგრამები.

პროფესორმა ვალენტინ ჩერნიხმა ქართველ კოლეგებს გააცნო ხარკოვის ნაციონალური ფარმაცევტული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი. ორივე მხარე შეთანხმდა მომავალ ერთობლივ სასწავლო და სამეცნიერო მუშაობაზე.