ხელი მოეწერა მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობის მემორანდუმს

ხელი მოეწერა მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობის მემორანდუმს

2017 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს - „საქართველოში ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების შესახებ“. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ ფრელიჩმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ.
პროექტის მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტრეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობა, მისი შესაბამისი საკადრო რესურსითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. მისი უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა და ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერა. პალიატიური მზრუნველობის მიზანია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების უკეთესი ხარისხის მიღწევა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე, ადმინისტრაციის უფროსი დავით ბიბილაშვილი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ურთიერთობების განვითარების საკითხებში იან ჩერნიკი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს კოორდინატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში კატერინა სიმოვა და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ჩეხეთის კარიტასის“ საქართველოს ფილიალის დირექტორი ეკა მესხრიკაძე.

 ,,TV პირველი" ჩვენს შესახებ

,,იმედი" ჩვენს შესახებ

,,რუსთავი2"ჩვენს შესახებ

,,Pulsi TY" ჩვენს შესახებ