2019 წლის 6 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და პიზის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარია მანკარელამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.
აღსანიშნავია, რომ პიზის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა დაიწყო 2018 წელს ერაზმუს+ ის საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში და შედეგად ორი თსსუ-ის რეზიდენტი 5 თვით იმყოფებოდა პიზაში.
აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კვლევებისა და განათლების საკითხებში აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას; აკადემიური პერსონალის, მეცნიერ-თანამშრომლებისა და ასევე, სტუდენტების მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამების შემუშავებას; საერთო სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და მათი განხორციელებისათვის ოფიციალური დაფინანსების წყაროების მოძიებას.