2012 წლის 22 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, ყირგიზეთის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ყირგიზ-სლავური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანეს ზარიფიანი; ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კათედრის ხელმძღვანელი, დოცენტი ტამარა ნელუბოვა; ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კათედრის დოცენტი, ლილია პანტელეევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და მოადგილე ირინა კაპეტივაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები“-ს დირექტორი ჯაბა ნაჭყებია.
ყირგიზეთის დელეგაცია გაეცნო თსსუ-ის სტრუქტურას, სასწავლო პროგრამებს, დიპლომისშემდგომი განათლების საკითხებს, გაცვლით პროგრამებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მექანიზმს. დელეგაციის წევრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თსსუ-ში არსებულმა უცხოენოვანმა პროგრამებმა და სწავლის მეთოდებმა.
დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ვიზიტის მნიშვნელობის, გამოცდილების გაზიარებისა და სწავლების ახალი მეთოდების დანერგვის შესახებ.
დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.