ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის და განათლების მინისტრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის და განათლების მინისტრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 14 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში სტუმრად იმყოფებოდნენ ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი დინარა საგინბაევა და განათლების მინისტრი კანატ სადიკოვი.

საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს, დაათვალიერებინეს, მუშაობის პრინციპების და სტუდენტთა სასწავლო კურიკულუმის მიხედვით კლინიკური უნარ–ჩვევების სწავლების საკითხების შესახებ ვრცლად ესაუბრნენ თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე.

ყირგიზი მინისტრები პარალელურად გაეცნენ კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში მიმდინარე ბებია–ქალების, ლაბორატორიის მედდების და მედდის ასისტენტების კლინიკურ უნარ–ჩვევებში გადამზადების პროცესს.