ზალცბურგის სამედიცინო სემინარი „სამედიცინო განათლება“

ზალცბურგის სამედიცინო სემინარი „სამედიცინო განათლება“

მიმდინარე წლის  4–10 ოქტომბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი  ნინო კანდელაკი ამერიკულ-ავსტრიული ფონდი და ფონდ ,,ღია საზოგადოება –  საქართველოს“ მიერ  მიწვეული იყო ზალცბურგის სამედიცინო სემინარზე „სამედიცინო განათლება“.

სემინარს უძღვებოდნენ სამედიცინო განათლების  ცნობილი ამერიკელი სპეციალისტები: ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალის ექიმი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის სამედიცინო სკოლის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი  სტეფან დვიგი და  ამერიკულ–ავსტრიული ფონდის სამედიცინო პროგრამების დირექტორი, ბატონი ვოლფგანგ აულიცკი. ლექციები ეძღვნებოდა შემდეგ თემებს: “სამედიცინო განათლების სტრატეგია“, „კარგი მენტორის მახასიათებლები“, „სიმულატორების და სტანდარტიზებული პაციენტის გამოყენება სამედიცინო განათლებაში“, ,,შეფასების  პრინციპები სამედიცინო განათლებაში“, „ინდივიდური და ინსტიტუციური მენტორინგის პრინციპები“.

ნინო კანდელაკმა  ჩაატარა საჩვენებელი ლექცია საერთაშორისო ექსპერტების თანდასწრებით და გაიარა საჭირო ტესტირება.