ზამთრის სკოლა–სტაჟირება დასრულდა

ზამთრის სკოლა–სტაჟირება დასრულდა

2015 წლის 16–დან 28 თებერვლის ჩათვლით, ზამთრის სკოლა–სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის,  ფარმაციიის და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების მე–3, მე–4 და მე–5 კურსის 400–მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება კლინიკებში. სკოლა–სტაჟირების პროგრამა  2012 წლიდან ყოველწლიურად ზაფხულში ხორციელდებოდა, 2015 წლიდან კი სტაჟირების პროგრამა როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში განხორციელდება.

პროექტს ახორციელებს თსსუ–ის სტუდენტებთან და კურდამთავრებულებთან  და თსსუ–ის კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურები, ვიცე–რექტორის, ბატონი გია აბესაძის ხელმძღვანელობით.

მარტის ბოლოს იგეგმება მონაწილე სტუდენტებთან შემაჯამებელი შეხვედრა და სერტიფიკატების გადაცემა.