ზამთრის სკოლა–სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

ზამთრის სკოლა–სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

 

მიმდინარე  წლის 28 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  ზამთრის სკოლა–სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ზამთრის სკოლა–სტაჟირებაში მედიცინის, სტომატოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ფაკულტეტების III, IV და V  კურსის 386 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა 16-28 თებერვალს გაიარეს სტაჟირება თბილის წამყვან კლინიკებში და საზოგადებრივი ჯანდაცვის დაწესებულებში. 

სკოლა–სტაჟირების პროგრამა 2012 წლიდან  ყოველ ზაფხულს ხორციელდება, ხოლო 2015 წლიდან კი –  როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის არდადეგებზეც. პროექტი ხორციელდება კლინიკებთან და  სტუდენტებთან და კურდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურების ორგანიზებით და შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატების მხარდაჭერით.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სტუდენტებს მიმართეს: კლინიკებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი აბესაძემ,  სტუდენტებთან და კურსდამთარებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიგა სორდიამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ პერსპექტივებზე, რასაც ზამთრისა და ზაფხულის სკოლა–სტაჟირებები სთავაზობს სტუდენტებს. მოისმინეს სტუდენტების წინადადებები და მოსაზრებები.