თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს 35 წელი შეუსრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს 35 წელი შეუსრულდა.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ანსამბლს და მის დაარსების დღიდან უცვლელ ხელმძღვანელს ბადრი მაჭავარიანს ამ მნიშვნელოვან თარიღს.

ანსამბლს მრავალი მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, როგორც საქართველოს, ასევე  ევროპის ქვეყნების ცნობილ  თეატრებსა თუ საკონცერტო დარბაზებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წლევანდელი წარმატებული გასტროლი ჯორჯიის შტატ ქალაქ ატლანტაში (აშშ) „სითი ქლაბ“-ისა და ემორის უნივერსიტეტის დარბაზებში.

ანსამბლის წარმატებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.