სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე students.emis.ge და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში მიაკითხოს თსსუ-ს.

მობილობით გადმოსვლის მსურველებს გადალახული უნდა ჰქონდეთ მათი ჩარიცხვის წელს თსსუ-ში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იმ ფაკულტეტისთვის, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებენ.


სასწავლო სემესტრი, რომლიდანაც მობილობის მსურველი პირი გააგრძელებს სწავლას ახალ პროგრამაზე,  სტუდენტს განესაზღვრება ფაკულტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის მიხედვით. 

სტუდენტი უნდა გაეცნოს ინფორმაციას ფაკულტეტის მიერ აღიარებული კრედიტებისა და მისთვის განსაზღვრული სასწავლო სემესტრის  თაობაზე და წერილობით დაადასტუროს უარი ან თანხმობა.


მობილობის მსურველის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმღები ფაკულტეტი, სტუდენტის მიერ წარდგენილ პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ფაკულტეტი ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან მობილობის მსურველი პირის მიერ სხვა პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების თაობაზე.

შიდა მობილობის მსურველებმა უნდა დაწერონ განცხადება თსსუ-ის რექტორის სახელზე და დაურთონ ცნობა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ.  (ცნობის აღება ხდება მინდელის ქუჩა N-9-ში). 

გარე მობილობას აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წელიწადში ორჯერ: სასწავლო სემესტრის დასრულებისა და ახალი სემესტრის დაწყების შუალედში.