აბსტრაქტის, პოსტერისა და სამეცნიერო სტატიის გაფორმების წესი
1) აბსტრაქტის გაფორმების წესი:
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. კონფერენციაში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტები განთავსებული იქნება აბსტრაქტების ელექტრონულ კრებულში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
ავტორის/ავტორთა გვარი, ინიციალები (არაუმეტეს 5 ავტორი, კონფერენციის მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება, დასაშვებია ორ მოხსენებაში თანაავტორობა); სათაური; ორგანიზაცია/სტრუქტურა სადაც შესრულდა ნაშრომი; პირველი ავტორის ელექტრონული ფოსტა; საკვანძო სიტყვები (5); შესავალი და კვლევის მიზანი; კვლევის მეთოდოლოგია; შედეგები; დასკვნა.
აბსტრაქტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 გვერდისა. ფორმატი: MS Word. შრიფტი - Times New Roman, ზომა - 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1, ტექსტის დაშორება გვერდის ზედა და ქვედა კიდიდან - 2.5 სმ, მარჯვენა კიდიდან -1 სმ, მარცხენა კიდიდან - 3 სმ. ბიბლიოგრაფია სასურველია არ აღემატებოდეს 3-4 დასახელებას.
*აბსტრაქტი გამოქვეყნდება კონფერენციის მასალათა ელქტრონულ კრებულში მხოლოდ კონფერენციის სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის შემთხვევაში.
2) პოსტერის პრეზენტაცია
პოსტერი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. პოსტერის ბეჭდვითი ზომები: 120 (სიმაღლე)×90 (სიგანე) სმ, პორტრეტის ორიენტაციით.
პოსტერში მოცემული უნდა იყოს: ავტორის/ავტორთა გვარი, ინიციალები; სათაური ; ორგანიზაცია/სტრუქტურა სადაც შესრულდა ნაშრომი; პირველი ავტორის ელექტრონული ფოსტა; საკვანძო სიტყვები ; შესავალი და კვლევის მიზანი; კვლევის მეთოდოლოგია; შედეგები; დასკვნა.
3) სტატიის გაფორმების წესი.
სტატიების სრული ვერსიების წარმოდგენის შემთხვევაში, სტატიის რედაქტირების შემდეგ, შესაძლებელია გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში ,,ქართველი მეცნიერები“ (https://journals.4science.ge/index.php/GS), რომელიც ინდექსირებულია სხვადასხვა სამეცნიერო ბაზაში, მათ შორის Google Scholar-ში (https://journals.4science.ge/index.php/GS/indexed ). ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად მიეძღვნება კონფერენციის ნაშრომებს. სტატიის გამოქვეყნების ღირებულებაა 100 ლარი, უცხოეთის მოქალაქეებისთვის 40 აშშ დოლარი. ჟურნალში “ქართველი მეცნიერები“ გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო ნაშრომები ( ორიგინალური სამეცნიერო სტატია). სტატია უნდა შეესაბამებოდეს პუბლიკაციებისადმი დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. სტატიები მიიღება ნებისმიერ ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული და ა.შ.; სტატიას თან უნდა ერთვოდეს რეზიუმე (350 სიტყვა); საკვანძო სიტყვები (მაქსიმუმ 5). მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (ფორმატი A4; Microsoft Word; შრიფტი: Sylfaen, ზომა - 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15); საილუსტრაციო სურათი, ან სურათები ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას დამოუკიდებელ ფაილადაც “jpg” ფორმატში (რეზოლუცია - 250-300 dpi), ხოლო დიაგრამები – Excel-ის ფაილშიც. ასევე გთხოვთ, მიუთითოთ ავტორ(ებ)ის გვარი და სახელები სრულად, რეგალიები, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონები და ელფოსტა, სასურველია სამეცნიერო პროფილის Orcid-ის ანგარიში (ქართულ და ინგლისურ ენაზე). ჟურნალ ,,ქართველ მეცნიერებში“ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ერთი სტატიის ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. გადაწყვეტილებას წარმოდგენილი მასალის ჟურნალში პუბლიკაციის შესახებ, რეცენზირების შემდგომ, მიიღებს სარედაქციო კოლეგია. სტატიები მოწმდება პლაგიატზე. 25%-ზე მეტი პლაგიატის შემთხვევაში სტატია დაიბლოკება. ავტორებს მოეთხოვებათ მიუთითონ კატეგორია სტატიებზე.
სტატიის ელექტრონული ვერსია სტატიის გამოქვეყნების მოსაკრებლის ქვითართან ერთად გამოაგზავნეთ კონფერენციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე mpacic2025@gmail.com