• კალენდარი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

ცენტრები

  1. ცენტრები
  2. კულტურის ცენტრი
  3. ისტორია
  • ისტორია
  • ანსამბლები, თეატრი, სახელოვნებო ჯგუფები

ისტორია

ამობეჭდვა

თსსუ -ის კულტურის ცენტრის ისტორია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ნიჭიერებით და მრავალფეროვანი საქმიანობით ხელოვნებაში. ქართველ ექიმებს შორის, იყვნენ და დღესაც არიან, ისეთი პიროვნებები, რომლებმაც თავის მეორე პროფესიად აირჩიეს ხელოვნების სხვადასხვა დარგი. 

XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, პირველად საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, შეიქმნა პირველი ჯაზ-ორკესტრი ექიმ შოთა არაყიშვილის ხელმძღვანელობით. 

50 – 60 - იან წლებში ექიმები იყვნენ ზ.ფალიაშვილის სახ.ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, ასევე სუხიშვილის ანსამბლის სოლისტები, მოცეკვავე - მსახიობები, მხატვრები, პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები, მრავალი ექიმია გადაღებული სხვადასხვა კინოფილმში. ბევრ ექიმს, სამედიცინოს ინსტიტუტის გარდა, დამთავრებული აქვს კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი და ქორეოგრაფიული სტუდიები.

70-80 - იან წლებში, თსსი - ში მრავალი ცნობილი და იმ დროისთვის პოპულარული სტუდენტური საესტრადო ანსამბლები არსებობდნენ. მათ შორის იყვნენ: დავით თელიას (თსსუ-ის პროფესორი) როკ ჯგუფი „სტატუს ქვო“, "როკ - რაუნდი", "P.S.", ფარმაცევტული ფაკულტეტის გოგონათა კვარტეტი, სტომატოლოგიური ფაკულტეტის ანსამბლი „დენსი“, პედიატრიული ფაკულტეტის კვარტეტი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ცალკეული მუსიკოს - შემსრულებლები და სან - ჰიგიენური ფაკულტეტის თეატრი.

1984 წელს, თსსი-ის სტუდენტების, ბადრი მაჭავარიანისა და მისი მეგობრების ინიციატივით, შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის  ანსამბლი, ანსამბლს მინიჭებული აქვს  „სახალხო ანსამბლი“-ს წოდება (1994 წ. კულტურის სამინისტრო), საუკეთესო ანსამბლის წოდება, ლაურეატობა და I ადგილი საუკეთესო ქორეოგრაფიული დადგმებისათვის და  მომღერალ ვაჟთა გუნდის საუკეთესო გამოსვლისათვის (1996 წ. - იტალიაში, 2013, 2014,  2019, 2022, 2023, 2024 წ.წ. საქართველო). არის, იუნესკოს ფესტივალების 3 ოქროს, 7 მთავარი პრიზისა და „ევროპარლამენტის ეგიდით ჩატარებული ფესტივალის“ დიპლომის მფლობელი.

2021 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის კოლეგიის გადაწყვეტილებით, ანსამბლს მიენიჭა  „დამსახურებული ანსამბლი“-ს წოდება. 

 2024 წლის 25 ოქტომბერს  ანსამბლს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა. 

 1992 წელს თსსუ-ში, სტუდენტთა ჯგუფის ინიციატივით, ყალიბდება მხიარულთა და საზრიანთა კლუბი “კოზა ნოსტრა”, რომელიც 1996 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მომდევნო წლებში, ახალმა თაობამ წარმატებით გააგრძელა პირველ თაობის ტრადიციები და სულ მოკლე ხანში, „კოზა ნოსტრა“ ისევ გახდა საქართველოს ჩემპიონი და მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებული.  

ამავე წლებში, სამედიცინო ინსტიტუტში,  მოღვაწეობენ და საესტრადო სცენაზე  უდიდეს წარმატებას აღწევენ, როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში, ისეთი  ანსამბლები, როგორებიც იყვნენ: ანსამბლი „სოფტ ეჯექტი“ - ხელმძღვანელი, თსსი - ის სტუდენტი, დღეს ნეიროქირურგიის დარგში ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ირაკლი ჭელიშვილი და ანსამბლი „საქართველოს ჯაზ სექსტეტი“ - ხელმძღვანელი, თსსu - ის სტუდენტი, პედიატრი,  მუსიკოსი მურმან (ბუკა) კარტოზია.

1998 წლის 11 ნოემბერს, თსსუ -   ის რექტორატის გადაწყვეტილებით, დაარსდა საუნივერსიტეტო კულტურის ცენტრი.

 1999 წელს, კულტურის ცენტრში დაარსდა მოძრაობის თეატრი “იმპრო”. მთავარ რეჟისორად მოწვეული იყო - თეა მამუკელაშვილი, ქორეოგრაფად - გიორგი სოსანაშვილი. 

2000 წელს, თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლს გამოეყო და ცენტრში ცალკე ჩამოყალიბდა, მომღერალ ვაჟთა გუნდი - “ფესვები” (ხელმძღვანელი - დავით უზნაძე). 

მოგვიანებით,  რამოდენიმე  წევრმა შექმნა  ანსამბლი „შვიდკაცა“, რომელიც დღესაც სარგებლობს მაყურებელთა დიდი სიყვარულით. ანსამბლ „შვიდკაცა“-ს 7 წევრიდან 4 ექიმი გახლავთ. 

2001 წელს თსსუ-ის კულტურის ცენტრში ჩამოყალიბდა დრამატული თეატრი “ჰიგია” (დამაარსებელი და მთავარი რეჟისორი  თსსუ - ის სტუდენტი - ნათია გუჯაბიძე, ამჟამად თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი). თეატრ „ჰიგია“- ს 24 - მა  სეზონმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა თსსუ - ის „თეატრალურ დარბაზში". 2011 წელს, თეატრის რეჟისორის, ასოცირებული პროფესორის, ნათია გუჯაბიძის ინიციატივით, დაარსდა ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი - ,,ნიღაბი“, რომელიც ყოველ წელს ტარდება სამედიცინო უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნების სტუდენტური თეატრები. 2022 წლის 22 მარტს, თეატრ „ჰიგია“- ს მიენიჭა „სახალხო  თეატრი“- ს საპატიო წოდება.  ამავე პერიოდში თეატრალური დასი იწყებს სამედიცინო სერიალის გადაღებას სახელწოდებით - „რეგენერაცია“. იდეის ავტორია, თსსუ-ის სტუდენტი გიორგი სანიკიძე, რეჟისორი - ნათია გუჯაბიძე. ამავე პერიოდში ყალიბდება „რეპროდაქშენ -სტუდიო -ოფიციალ“, რომლის ფილმმა „პალატა N 6“ გაიმარჯვა  2025 წლის 4 დეკემბერს ავსტრიაში გამართულ Europian Film Association – Ardelion Awards Gala -  სტუდენტურ ფილმებს შორის. 

2004 წელს შეიქმნა თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი - “ვეგა” (ხელმძღვანელებად მოწვეულნი იყვნენ - ია კვირიკაშვილი და დავით კულუმბეგაშვილი). 2019 წელს, საქართველოში,  სტუდენტურ დღეებზე ჩატარებულ  კონკურსში, ანსამბლმა „ვეგა“- მ მოიპოვა საპატიო II ადგილი ხოლო 2023 წელს, მოიპოვა I ადგილი.  ანსამბლ „ვეგა“-ს დევიზია - “იცეკვე და იყავი ბედნიერი“. ამჟამად, ანსამბლ „ვეგა“- ს ხელმძღვანელობს, სამეჯლისო - სპორტულ ცეკვებში საქართველოსა და კავკასიის  მრავალგზის თასის მფლობელი, საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორი - ია კვირიკაშვილი.

2006 წლიდან 2018 წლის ნოემბრამდე, თსსუ - ში,  შეიქმნა სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. აღნიშნულ ცენტრში მოხდა სპორტული და სახელოვნებო ჯგუფების გაერთიანება. 

ამ წლებში, ხელოვნების ცენტრში ჩამოყალიბდა მომღერალ გოგონათა გუნდი, ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა თსსუ-ის სტუდენტი დავით ზაქრაძე ხოლო შემდგომ, ანსამბლს ხელმძღვანელობდა საქართველოში, ახალგაზრდა მომღერალი თაობის ერთ - ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ანსამბლ „შავნაბადა“-ს სოლისტი - პაატა ცეცხლაძე. 

2011 წელს, თსსუ - ის სახალხო ანსამბლის, ხალხურ საკრავთა ჯგუფის ხელმძღვანელის დავით რატიანის ინიციატივით, კულტურის ცენტრში შეიქმნა  გოგონათა ტრადიციული მუსიკისა და სიმღერის ანსამბლი  - „დეკა“. ანსამბლი „დეკა“, მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა 2011 წლის 21 ნოემბერს. 

ამავე წელს, ჩამოყალიბდა კლასიკური მუსიკის ჯგუფი, რომელსაც, ხელმძღვანელობს  გოდერძი ჩიტაიშვილი. 

2015 წელს, სპორტისა და ხელოვნების ცენტრში,  დაარსდა საესტრადო ჯგუფი.  ჯგუფის ხელმძღვანელად, მოწვეული იყო პროფესიონალი მუსიკოსი - ქალბატონი თამარ არჩვაძე. საესტრადო ჯგუფის მიერ, განხორციელდა თსსუ-ის ჰიმნის შესრულება და ჩაწერა, რომლის ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ, თსსუ-ის პროფესორი, ბატონი კახა ჭელიძე.

 2021 წლის 20 დეკემბერს ჩამოყალიბდა  ვოკალური ანსამბლი. ხელმძღვანელად მოწვეული იყო, საქართველოში კარგად ცნობილი მუსიკოსი, ბატონი ლევან ჩხაიძე ხოლო, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან ანსამბლის ხელმძღვანელად მოწვეული იყო კონსერვატორიის კურსდამთავრებული,  მუსიკოსი მარიამ არველაძე. 

  2018 წლის ნოემბრის თვიდან, თსსუ - ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით,  სპორტისა და ხელოვნების ცენტრში, მოხდა სტრუქტურული ცვლილებები.  ცალკე ჩამოყალიბდა თსსუ - ის კულტურის ცენტრი. დირექტორად დაინიშნა ბადრი მაჭავარიანი. ცოტა მოგვიანებით, ცენტრის მუსიკალურ ხელმძღვანელად, მოწვეული იქნა, საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი და მრავალი ვოკალური ანსამბლის შემქმნელი, ანსამნბლ „ქართული ხმები“-ს წევრი დავით არჩვაძე.

2024 წელს, სექტემბრის თვეში, თსსუ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, გაითვალისწინა სტუდენტთა კიდევ ერთი თხოვნა და თსსუ-ში დაარსა ვოკალურ - ინსტრუმენტალური ანსამბლი. მის ხელმძღვანელია, თსსუ-ის კურსდამთავრებული, კომპოზიტორი, ექიმი  გია აფხაზავა. ანსამბლი დაკომპლექტებულია თსსუ-ის, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო  სტუდენტებისაგან, 

ფრიად მნიშვნელოვანია, თსსუ - ის სტუდენტთა კულტურულ ცხოვრებაში საერთაშორისო სტუდენტების ჩართულობა. ამ ჯგუფებს, კულტურის ცეტრში, კოორდინაციას უწევს თსსუ - ის კურსდამთავრებული, ცენტრის მთავარი სპეციალისტი მარიამ მაჭავარიანი.  

2024 წლის გაზაფხულზე, თსსუ-ში დაარსდა სტუდენტური კაპელა „კანტა მედიკა“, რომლის ხელძღვანელად მოწვეულია კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ქორმაისტერი ნინი ცინცაძე.



ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English