• კალენდარი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სწრაფი ბმულები
  • AMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოშიAMEE-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი საქართველოში
  • ელექტრონული ჟურნალიელექტრონული ჟურნალი
  • დასაქმებადასაქმება
  • ცენტრებიცენტრები
  • ბიბლიოთეკაბიბლიოთეკა
  • იურიდიული ცნობარიიურიდიული ცნობარი
  • უსგ ტრენინგებიუსგ ტრენინგები
  • ონლაინ უსგ ტრენინგებიონლაინ უსგ ტრენინგები

განათლება

  1. განათლება
  2. ფაკულტეტები
  3. საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები
  4. მთავარი
  • გზავნილი
  • ისტორია
  • კარიერული სქემა

ისტორია

ამობეჭდვა


2007 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად, ჩამოყალიბდა პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერი – უმაღლესი საექთნო სკოლა. სკოლის დირექტორად დაინიშნა ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჭელიძე.
 პირველივე წელს ზოგადი პროფილის მედდის, სტომატოლოგის ასისტენტისა და კბილის ტექნიკოსის აკრედიტებულ პროგრამებზე სწავლას შეუდგა პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული 200–მდე სტუდენტი.
2008 წლიდან საგანამანათლებლო პროგრამებს დაემატა ფარმაცევტის თანაშემწის და სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორის დიპლომამდელი განათლების პროგრამები. სწორედ ამიტომ, ამავე წელს აკადემიური საბჭოს  გადაწყვეტილებით უმაღლეს საექთნო სკოლას შეეცავალა სახელი და ეწოდა პროფესიული უმაღლესი მედიცინისა და ფარმაციის სკოლა, რომელიც შევიდა ახლადშექმნილი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შემადგენლობაში და დღემდე რჩება. 
2008–2009 წლებში პროექტის "საქართველოში ბებიაქალთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება" ფარგლებში ETC crystal-თან (ნიდერლანდები), HERA XXI–თან (საქართველო) და როტერდამის ბებიაქალთა უნივერსიტეტთან (RUM) ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა ბებიაქალთა დიპლომამდელი საგანამანათლებლო პროგრამა, რომელზეც პირველი მსმენელების მიღება განხორციელდა 2010–2011 სასწავლო წელს.
2009 წლიდან საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე პროფესიული უმაღლესი მედიცინის და ფარმაციის სკოლა იწოდება პროფესიულ საგანამანათლებლო პროგრამებად, რომლის კოორდინატორად ამავე წლიდან დაინიშნა მედეა ჯღარკავა.
2011 წლიდან ამოქმედდა საექთნო საქმის (ექთანი/ბებიაქალი) საბაკალვრო პროგრამები.
2013-2014 წლებში შემუშავდა საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამა, რომლის შექმნაშიც მონაწილეობდა ტიროლის მხარის (ინსბრუკი, ავსტრია) კლინიკების გაერთიანება.
2015 წელს საექთნო საქმის (ექთანი) ქართულ-ავსტრიულ საბაკალავრო პროგრამაზე პირველად განხორციელდა სტუდენტთა მიღება. 
2022 წელს ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციობს საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიული და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამა. 

ადმინისტრაცია

სამუშაო საათები

  • ორშ-პარ: 10:00 - 18:30
  • შაბათი: დასვენება
  • კვირა: დასვენება

სწრაფი ბმულები

  • იურიდიული ცნობარი
  • საჯარო ინფორმაცია
  • ელ-ჟურნალი
  • ფაკულტეტები
  • საერთაშორისო სტუდენტთა განათლება

საკონტაქტო ინფორმაცია

  • (+995 32) 254 24 24;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი N. 33, 0186 თბილისი, საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

შემოგვიერთდით

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Copyright © 2018 | Created By Integral Web Studio

  • tsmu.edu ქართული
  • tsmu.edu English