თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი “The ERASMUS+ LIFESTRAND Project”-ის პარტნიორი უნივერსიტეტია. ევროკავშირის პროექტი საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს აერთიანებს და მიზნად ისახავს უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების უნარების სწავლებას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალდა, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლებას.
პროექტის ამოცანები:
• ესპანეთისა და პორტუგალიის უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტების პერსონალისთვის, სტუდენტებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის პირველადი დახმარების გაიდლაინების შექმნა
• პერსონალის, სტუდენტების და საზოგადოების წევრების დატრენინგება მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის პირველადი დახმარების გასაწევად
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
• პოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის შეიქმნება პირველადი დახმარების გაიდლაინები
• გადამზადდება 242 საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტი და 7200 ადამიანი ფართო საზოგადოებიდან
პარტნიორი უნივერსიტეტები:
• თბილისის სამედიცინო აკადემია (კოორდინატორი)
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• ალტეს უნივერსიტეტი
• გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
• ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• ტერნოპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• პოლტავას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი
• პორტოს უნივერსიტეტი