,,ერასმუს +’’ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ერასმუს + პროექტის ფარგლებში, აცხადებს მობილობის კონკურსს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში Universidade de Santiago de Compostela, ესპანეთი.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური ენის B 2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი..
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 ივლისი.
განაცხადი მიირება სემდეგ მისამართზე- http://www.usc.es/ka107/admin/
დამატებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ერაზმუს + ინსტიტუციურ კოორდინატორს ნინო კანდელაკს, ოთახი 418, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი.
მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე –(ორმხრივი მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია).
მსურველთა დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან იწარმოებს თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ა/წ 11 ივლისს 16:00 სთ–ზე (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის N 418 ოთახი);
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1. პასპორტი;
2. ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);
3. CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდი);
4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდი);
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;