თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  დოქტორანტების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!

,,ერასმუს +’’ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ერასმუს + პროექტის ფარგლებში, აცხადებს  მობილობის კონკურსს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში Universidade de Santiago de Compostela, ესპანეთი.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  ინგლისური ენის   B 2  დონის  დამადასტურებელი დოკუმენტი..

განაცხადის  მიღების  ბოლო ვადაა  14 ივლისი.

განაცხადი მიირება სემდეგ მისამართზე- http://www.usc.es/ka107/admin/

დამატებით ინფორმაციისთვის მიმართეთ ერაზმუს + ინსტიტუციურ კოორდინატორს ნინო კანდელაკს, ოთახი 418, თსსუ-ის  ადმინისტრაციული კორპუსი. 

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე –(ორმხრივი მგზავრობა და  ყოველთვიური  სტიპენდია).

მსურველთა დოკუმენტაციის  შემოწმება და გასაუბრება  შესარჩევ  კომისიასთან იწარმოებს თბილისის სახელწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ა/წ 11 ივლისს  16:00 სთ–ზე (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის  N 418 ოთახი);

სააპლიკაციო   დოკუმენტაციის   ჩამონათვალი:

1. პასპორტი;

2. ცნობა დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი);

3. CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი  გვერდი);

4. სამოტივაციო  წერილი (ინგლისურ  ენაზე, არაუმეტეს  ერთი  გვერდი);

5. ენის  ცოდნის  დამადასტურებელი  დოკუმენტი;