თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერასმუს+ ოფისი აცხადებს კონკურსს თსსუ რეზიდენტებისთვის მობილობის პროგრამის გასავლელად პიზის უნივერსიტეტში (იტალია).
მობილობის ხანგრძლივობა -5 თვე.
მობილობის პერიოდი 2022 წლის გაზაფულის სემესტრი.
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
–პასპორტის ასლი;
–ცნობა რეზიდენტის/დოქტორანტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
–CV-ს ევროპული ფორმატში (ინგლისურ ენაზე);
–სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
–ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და ნომინაცია მოხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერაზმუს + პროგრამის კოორდინატორის მიერ.
შერჩეულ პირებთან გასაუბრება ჩატარდება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 16:00 საათზე.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418
დაინტერესებულმა პირებმა შეკითხვებისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: n.kandelaki@tsmu.edu ; nkandelaki@hotmail.com ; ტელ: (032) 254 24 51
სტიპენდიის მინიჭებას და აპლიკანტთა საბოლოო შერჩევას განახორციელებს (მასპინძელი უნივერსიტეტი).