ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის V-X სემესტრის სტუდენტებს.  

მობილობის ხანგრძლივობა : ხუთი თვე– 2020 წლის იანვრიდან;

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და  ყოველთვიური სტიპენდია).

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება და გასაუბრება შესარჩევ  კომისიასთან (ერაზმუს + ინსტიტუციური კოორდინატორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენელი  და თბილისის სახელწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი).

15 ნოემბერს 16:00 საათზე.

განაცხადების გაგზავნა  იწარმოებს ა/წ 23  ნოემბრამდე, შემდეგი ვებგვერდის საშუალებით: https://up.pt/mobileup/

შერჩევა/ და სტიპენდიის მინიჭება ხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

• პირადობის მოწმობა;

• პასპორტი;

• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

• ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);

• ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (მინიმუმ B2 დონე, აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე) •CV- ევროპულ ფორმატში  (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).

• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში);

• მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი.

იხილეთ დანართი N1

იხილეთ დანართი N2