დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტურაში შემდეგი სადოქტორო კვლევის პროგრამების განსახორციელებლად:

1. „პროსტატის კიბოს ვერიფიკაციის ალგორითმი ინფრაწითელი სხივების და კვლევის პათომორფოლოგიური მეთოდების გამოყენებით“  

• სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფ. დავით ქოჩიაშვილი

                  მედ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ომარ ხარძეიშვილი

                ასისტ. პროფ. ალექსანდრე ხუსკივაძე

სამეცნ. კონსულტანტი:  ტექნიკურ მეცნ.დოქტ., პროფ. ბესარიონ ფარცვანია

2. „ლიმბური სისტემის ნეიროგენეზის, მეტაბოლიზმის, დასწავლისა და მეხსიერების პროცესების შესწავლა მაიონიზებელი დასხივების დროს და გამოვლენილი დარღვევების კორექცია ანტიოქსიდანტების მეშვეობით“    

•  სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფ. თამარ სანიკიძე, 

ბიოლ.მეცნ.დოქტ. დიანა მუსერიძე

 სამეცნ. კონსულტანტი:  ასოც. პროფ. დავით თოფურია

3. „ტუჩოსანთა ოჯახის საქართველოში მოზარდი ზოგიერთი სახეობის ეთერზეთების ქიმია და ბიოლოგიური აქტივობა“    

•  სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფ. დალი ბერაშვილი

             ფარმაციია აკად. დოქტორი ვახტანგ მშვილდაძე 

4. „ღვინის წარმოების ნარჩენების კვლევა სამედიცინო და კოსმეტოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენების მიზნით“    

•  სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფ. თამაზ მურთაზაშვილი

             ასისტ. პროფ. ლაშა ბაკურიძე  

კონკურსი მოიცავს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას,

ბ) გამოცდას სპეციალობაში და უცხოურ ენაში (ტესტირება, გასაუბრება).

შენიშვნა:
უცხოურ ენაში, კერძოდ, ინგლისურ ენაში გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2019 წლის 26 ნოემბრის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/12 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და  დოქტორანტურაში  ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესის“ პირველი მუხლის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედ სერტიფიკატს.
  https://tsmu.edu/ts/content/2/50/12/30/0/0


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

2. განცხადება (სააპლიკაციო ფორმა) (ივსება ადგილზე);

3. შუამდგომლობა ბოლო სამუშაო ადგილიდან, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

4. უმაღლესი სამედიცინო განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი;

5. სამეცნიერო შრომების სია თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პირადობის მოწმობის ასლი;

7. CV  ან კადრების აღრიცხვის ფურცელი (სურათით და დადასტურებული ბეჭდით);

8. ფოტოსურათის (3×4) ელექტრონული ვერსია.

9. ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დონის მოქმედი სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა 35 წლამდე ასაკის იმ პირებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სსიპ–თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2019 წლის 26 ნოემბრის წარმომადგენლობითი საბჭოს #23/12 დადგენილებით დამტკიცებული „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორანტთა წახალისებისა და  დოქტორანტურაში  ახალგაზრდების მოზიდვის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების გატარების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი  გაცემული უნდა იყოს ენების ფლობის საერთო ევროპული წესის (CEFR) შესაბამისად. ამასთან, TOEFL iBT – ის მინიმალური ზღვარი შეადგენს 79 ქულას, IELTS -ის - 6.5-ს, „Cambridge English ”-ის - 176 ქულას; სერტიფიკატი „Cambridge English” გაცემული უნდა იყოს დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატში „Cambridge English” ქულა მითითებული არ არის, მაშინ დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სერტიფიკატი „Cambridge English: Advanced (CAE). ამასთან, სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს  დოქტორანტურაში ჩარიცხვის დროისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში. 

https://tsmu.edu/ts/content/2/50/12/30/0/0

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში, ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 1000–დან 1700სთ–მდე (შესვენება 1315–დან 1400 სთ–მდე).

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას 33, III სართული, ოთახი № 313.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს (ტელ.: 254 24 66, ოთახი № 313).