2021 წლის 4 მარტს 16:00 საათზე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციური წესით.
დღის წესრიგი:
1. თსსუ ფარმაციის ფაკულტეტის აკადემიურ პროგრამებზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე.
2. გადაწყვეტილება 2021 წლის 15 მარტიდან ფარმაციის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამების თეორიულ სასწავლო კურსებზე/მოდულებზე სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ /მომხსენებლები: ფარმაციის ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, პროფესორები: ბადრი არზიანი, პაატა თუშურაშვილი, ალიოშა ბაკურიძე, დავით ჭინჭარაძე, დალი ბერაშვილი, თამაზ ჭუმბურიძე, თამაზ მურთაზაშვილი.
3. ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაციის მენეჯმენტი“ მაგისტრანტის, გურამ ქურციკიძისათვის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ჩიკვილაძე.
4. სამაგისტრო ნაშრომების თემატიკაში ცვლილებების შესახებ /მომხსენებლები: სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები.
5. 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ფარმაციის ფაკულტეტზე განხორციელებული მობილობის შესახებ /მომხსენებელი: ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი ანა ბოჟაძე.
6. სხვადასხვა.