2021/2022 სასწავლო წლის კონკურსში გამარჯვებულ საექიმო სპეციალობის მაძიებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით (იხ.დანართი) ა/წ 11 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.
საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:
- საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა ან დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების უწყისი;
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ასლი);
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოწმობის ასლი;
- ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
- ერთი კვარტლის (3 თვე) გადახდის ქვითარი (ერთი თვის გადასახადი შეადგენს – 150 ლ.; ორთოდონტია – 555 ლ.).