მობილობა თესალონიკის უნივერსიტეტში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისთვის!!

მობილობა თესალონიკის უნივერსიტეტში თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის VIII, IX და X სემესტრის ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებისთვის!!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+-ის პროექტის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად 5 თვიანი მობილობის განსახორციელებლად თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში (საბერძნეთი). 

მობილობის დასაწყისი: 2024 წლის ოქტომბერი

მობილობასთან დაკავშირებულ ხარჯებს აანაზღაურებს მომწვევი მხარე (ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა და ყოველთვიური სტიპენდია). 

გასაუბრებაზე წარმოსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2 დონე);

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე).

გთხოვთ, 2024 წლის 25 აპრილის 15 საათამდე გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ჟურნალის პირად პორტალზე sms.tsmu.edu

გასაუბრება ჩატარდება თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში  2024 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე. 

მისამართი: თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი # 407. ტელ.: 032 2 542 450; 032 2 542 451.