2018 წლის 12 მარტს, 16:00 საათზე, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა-ფშაველას გამზ.#33) სააქტო დარბაზში შედგება ნინო ქანთარიას სადისერტაციო ნაშრომის “ენდოგენური უაბაინის და მარინობუფაგენინის როლი ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებაში” საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: გაიანე სიმონია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ექსპერტები: შალვა პეტრიაშვილი - პროფესორი; ალექსანდრე ქისტაური - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მარინა მათიაშვილი - ასოცირებული პროფესორი.