საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო 

უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა 

 და დანიშვნის შესახებ   

სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის სხდომის # 7 საოქმო გადაწყვეტილებით, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლის 11 თებერვალს დაინიშნა არჩევნები. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);  კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 24 იანვარს და დასრულდება 2022 წლის 31 იანვარს. რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.  

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ.:  2 54 24 43.