საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა
და დანიშვნის შესახებ
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის სხდომის # 7 საოქმო გადაწყვეტილებით, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლის 11 თებერვალს დაინიშნა არჩევნები. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი; მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი); კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 24 იანვარს და დასრულდება 2022 წლის 31 იანვარს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 208, ტელ.: 2 54 24 43.