საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს  განცხადება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა 

 და დანიშვნის შესახებ   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის   ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 03 მაისის ოქმი #15 გადაწყვეტილებით, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის  ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების  შეწყვეტასთან  დაკავშირებით, 2022 წლის 24 ივნისს დაინიშნა არჩევნები.

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის   ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, მედიცინის აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი),  კანდიდატის სამოქმედო გეგმა.  

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის   ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 06  ივნისს და დასრულდება 2022 წლის 10 ივნისს. რეგისტრაცია იწარმოებს  ყოველდღე,  11:00 საათიდან 16:00 საათამდე.  

მის. ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული  კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 207, ტელ.  2 54 24 43.