უცხოური ენების ცენტრის ახალი სასწავლო კურსები და ტრენინგები

უცხოური ენების ცენტრის ახალი სასწავლო კურსები და ტრენინგები

თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრი გთავაზობთ შემდეგ სასწავლო კურსებსა და ტრენინგებს:


ინგლისური ენის ექსპრეს სასაუბრო კურსი

კურსის მიზანია სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება და ინგლისურ ენაზე საუბრის ბარიერის გადალახვა. კურსი სრულად ორიენტირებულია საუბრის პრაქტიკაზე. მონაწილეები შეისწავლიან სასაუბრო ინგლისურს - ფრაზებს და გამოთქმებს, რომლებსაც ინგლისურენოვანი მოსაუბრეები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. უმეტესი დრო დაეთმობა სხვადასხვა სახის აქტივობებს: დიალოგები, როლური თამაშები, ფორმალური და არაფორმალური სოტუაციები და მრავალი სხვა. 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ, თავდაჯერებულად წარმართონ ყოველდღიური საუბრები, გამოხატონ საკუთარი აზრები და საჭიროებები მარტივად.

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 5-7 მსმენელი

კურსის გავლის წინაპირობა: ინგლისური ენის A1; A2 ან B1 დონეზე ცოდნა

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.


საჯარო მეტყველების კურსი ინგლისურ ენაზე

ტრენინგის მიზანია მონაწილეთა პროფესიული და აკადემიური პრეზენტაციების და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება, მონაწილეთა თვითგამოხატვის და აუდიტორიის მართვის უნარების გაუმჯობესება. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პრეზენტაციებს.  

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ, დამაჯერებლად წარადგინონ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით; პრეზენტაციის სტრუქტურის, ვიზუალური ელემენტებისა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპების გამოყენებას; აუდიტორიის ინტერესის შენარჩნებას სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 5-7 მსმენელი;

ტრენინგის გავლის წინაპირობა: ინგლისური ენის B1 ან B2 დონეზე ცოდნა 

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.


ტრენინგი ,,საქმიანი მიმოწერა’’ ინგლისურ ენაზე

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს  განუვითაროს ინგლისურ ენაზე  საქმიანი ელექტრონული მიმოწერის ეფექტური უნარები. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რეალურ მაგალითებს და ინტერაქციულ დავალებებს, რომლებიც დაეხმარება მონაწილეებს საქმიანი ელექტრონული მიმოწერის სტანდარტების შესწავლაში და პრაქტიკაში გამოყენებაში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საათი

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 5-7 მსმენელი;

კურსის გავლის წინაპირობა: ინგლისური ენის B1 ან B2 დონეზე ცოდნა.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ.