თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მწვავე აპენდიციტის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში მწვავე აპენდიციტის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში მწვავე აპენდიციტის მკურნალობის უფრო ახალი, ინოვაციური მეთოდი დაინერგა, რომელიც გულისხმობს აპენდექტომიას ლაპარასკოპიული ასისტირებით (ერთი პორტით), ანუ ტრადიციული დიდი განაკვეთის გარეშე.

ოპერაცია მხოლოდ 1 სანტიმეტრიანი განაკვეთით ტარდება, ხოლო ლაპარასკოპიული ჩარევის დასრულების შემდეგ, ჭიპის არეში ჭრილობას კანქვეშა კოსმეტიკური ნაკერი ედება, რომლის შედეგად კანზე პოსტოპერაციული ნაწიბური არ რჩება. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით ბოლო რამდენიმე დღეში კლინიკაში უკვე 4 ოპერაცია  ჩატარდა წარმატებით.

ცნობისთვის, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტი 8 წელზე მეტია მწვავე აპენდიციტისა და სხვა ქირურგიული პათოლოგიების მინიინვაზიურ ლაპარასკოპიულ მკურნალობას ტრადიციული მეთოდით (3 პორტის გამოყენებით) ახორციელებდა.