Horizon Europe -ის ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

Horizon Europe -ის ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, დაეთმო პირველი კლასტერის (ჯანმრთელობა) 2024 წლის თემების მიმოხილვას.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, რომლებმაც თსსუ-ში განხორციელებული სამეცნიერო აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი და Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ნინო ინასარიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო Horizon Europe-ის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო პროექტები. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა თსსუ-ის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორი თამარ გვასალია.

შეხვედრაზე აუდიტორიამ მოისმინა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა -Horizon Europe -ის ზოგადი მიმოხილვა, მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც სამეცნიერო არეალის გაძლიერების პოტენციალისა და Horizon Europe -ის საგრანტო კონკურსების, ისე დაგეგმილი ტრენინგების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.