ლიზი ლომთათიძე, რომელიც 2019 წელს თსსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხა, რექტორმა დაასაჩუქრა

ლიზი ლომთათიძე, რომელიც 2019 წელს თსსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხა, რექტორმა დაასაჩუქრა

ლიზი ლომთათიძე, რომელმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2019 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შორის ერთიან ეროვნულ  გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაზე განსაკუთრებულად წარადგინეს.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მას, ამ წარმატებული შედეგის აღსანიშნავად, პირადი კომპიუტერი (ლეპტოპი) გადასცა საჩუქრად.

განსაკუთრებით ემოციური  იყო თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის მიერ მომზადებული სიურპრიზი - მისალოცი ვიდეო-რგოლი, რომლითაც ლიზი ლომთათიძეს წარმატებები მასწავლებლებმა და ოჯახის წევრებმა მიულოცეს.

იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე 

იხილეთ სტატია ნიუპოსტსზე