შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, საქართველოსა და უკრაინაში, მისი აღმატებულება ქალბატონი ს. ჰასანთჰი ურუგოდავათთე დისსანაია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, საქართველოსა და უკრაინაში, მისი აღმატებულება ქალბატონი ს. ჰასანთჰი ურუგოდავათთე დისსანაია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, საქართველოსა და უკრაინაში, მისი აღმატებულება, ქალბატონი ს. ჰასანთჰი ურუგოდავათთე დისსანაია; შრი-ლანკის დემოკრატიული დამოუკიდებელი სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, ქალბატონი ნინა მახვილაძე და კონსულის ასისტენტი ქალბატონი ნესი კუპრეიშვილი.

დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს: რექტორის აპარატის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ; თსსუ-ის მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ კილასონიამ.

მისმა აღმატებულებამ, ქალბატონმა ს. ჰასანთჰი ურუგოდავათთე დისსანაიამ აღნიშნა, რომ ის მუდმივად დაინტერესებულია შრი-ლანკელი სტუდენტების ცხოვრებითა და სწავლის პირობებით. მისი თქმით, აღსანიშნავია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შრი-ლანკელი ახალგაზრდების განათლების მიღების მაღალი ხარისხი და სოციალური ადაპტაცია ათწლეულების მანძილზე. 

ასოცირებულმა პროფესორებმა: დავით თოფურიამ და თინათინ კილასონიამ სტუმრებს გააცნეს ის ოპტიმალური პირობები, რაც შექმნილია შრი-ლანკელი და ზოგადად, საერთაშორისო სტუდენტებისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ისაუბრეს მათ აქტიურ ჩართულობაზე სასწავლო პროცესსა და სტუდენტურ ცხოვრებაში.

შრი-ლანკის დემოკრატიული დამოუკიდებელი სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, საქართველოსა და უკრაინაში,  მისმა აღმატებულებამ, ქალბატონმა ს. ჰასანთჰი ურუგოდავათთე დისსანაიამ მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისამართით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პატივისცემა და აღნიშნა, რომ აპირებს მომავალშიც ეწვიოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც მისი თქმით, შექმნილი მაღალი ავტორიტეტის გამო, შრი-ლანკიდან სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიმართავს სასწავლებლად.