თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 2023 წლის 3 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: სარა სილბერგერი და თამარა ფალჩეტო იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში გაიარეს.
„ყოველთვის მინდოდა სხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გავცნობოდი. თითქმის ყველაფერი მსგავსია, ტექნიკა, რომელსაც ქართველი ექიმები იყენებენ, ავსტრიის სამედიცინო სისტემის თითქმის იდენტურია. საინტერესო ერთი თვე გავატარე მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველა სამედიცინო მანიპულაციას, რომლებსაც ქართველი ექიმები ატარებდნენ. ნაყოფიერი ერთი თვე იყო, მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის“, - ამბობს სარა სილბერგერი.