თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების საბჭოს წევრად აირჩიეს

თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების საბჭოს წევრად აირჩიეს

2022 წლის 11-14 ივნისს, ვენაში გამართულ (ავსტრია) ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების 55-ე კონფერენციაზე, სამეცნიერო მრჩეველთა საბჭომ თსსუ-ის პროფესორი თინათინ ტყემალაძე საზოგადოების საბჭოს წევრად აირჩია.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ისტორიაში, პროფესორი თინათინ ტყემალაძე პირველი საბჭოს წევრია არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან.

ცნობისთვის, ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოება (European Society of Human Genetics) წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ორგანიზაციას ადამიანის გენეტიკის დარგში, რომელიც 1967 წელს დაარსდა და ამჟამად 4000-ზე მეტი წევრისგან შედგება.

საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს საბაზისო და გამოყენებით კვლევებს ადამიანის და სამედიცინო გენეტიკის დარგში და მათ დანერგვას კლინიკურ პრაქტიკაში, განავითაროს საერთაშორისო კოლაბორაციები მეცნიერებს, მკვლევარებსა და კლინიცისტებს შორის, დანერგოს კლინიკური პრაქტიკის მაღალი სტანდარტები და განახორციელოს სპეციალისტებისთვის და სტუდენტებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო აქტივობები. საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის კომისიის და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ აქტივობებში, რომლებიც ეხება ადამიანის გენეტიკის რთულ საკითხებს და პარტნიორობს რამდენიმე მსხვილ ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან.