თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის 65-ე კონგრესზე

თსსუ-ის დელეგაციის ვიზიტი სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის 65-ე კონგრესზე

2022  წლის 8-13 ივნისს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მიწვეული იყო ქ.პორტოში (პორტუგალია), სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის 65-ე კონგრესზე, სადაც,  როგორც ICD-ის ევროპული სექციის მე-15 განყოფილების ვიცე-რეგენტმა, მონაწილეობა მიიღო რეგენტთა საბჭოს მუშაობაში (Summer BORM). ღონიძიებაზე პროფესორმა მარინა მამალაძემ საქართველოდან ICD-ის წევრობის ორი ახალი კანდიდატი წარადგინა: თსსუ-ის ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დეა ვადაჭკორია და  ოდონტოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „უნიდენტის“ ექიმი, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, მანანა უსტიაშვილი.

პროფესორ მარინა მამალაძესთან ერთად კონგრესზე იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები, ICD-ის წევრები: ნათია ნიჟარაძე და ლია სანოძე, ასევე, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „უნიდენტის“ ექიმი თამარ ჟღენტი.

,,განსაკუთრებით საინტერესო იყო კონგრესის სამეცნიერო სესია. ბრწყინვალე სპიკერები და სტომატოლოგიის ყველაზე აქტუალური თემები არავის აძლევდა ყურადღების მოდუნების საშუალებას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პროფესორ ლაბანკას ლექცია სტომატოლოგიაში ტკივივილის მართვის პრობლემებზე, პროფესორ ნიმეთ გიუჯას პრეზენტაცია ორთოდინტიაში პრევენციული ღონისძიებების შესახებ და პურიკაჩავო ტავარესის ლექცია - კლინიკური გენეტიკის მომავალი“ - აღნიშნა პროფესორმა მარინა მამალაძემ.

ICD კონგრესების ახალ წევრთა საზეიმო მიღების ცერემონიალი პორტოს ისტორიულ, უძველეს და უნიკალურ შენობაში - Palacio da Bolsa-ში გაიმართა. 

მომავალი კონგრესი 2023 წლის ივნისში ჰოლანდიაში, ამსტერდამშია დაგეგმილი, 2024 წელს კი, დელეგატებს ისრაელი, იერუსალიმი უმასპინძლებს.