თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის "სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში" და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სისხლის უანგარო დონორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „საქართველოში სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება: ეფექტური და თანამიმდევრული კომუნიკაციისკენ“.

ღონისძიებაზე მომხსენებლებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული საქართველოში სისხლის მიწოდების ჯაჭვის საკომუნიკაციო სტრატეგია 2022-2027 წლებისათვის, რომლის მიზანია ქვეყანაში სისხლის მარაგის უანგარო დონაციაზე დაფუძნებული საკომუნკაციო სტრატეგიისა და კამპანიის ვიზუალური იდენტიფიკაცია, ასევე წარმოდგენილ იქნა სოციალური სარეკლამო ვიდეო-რგოლი სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობაზე. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ლიეტუვის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სისხლის ბანკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, სისხლის უანგარო დონორები და მხარდამჭერი ორგანიზაციები.