თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკატერინე მოსიძე სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკატერინე მოსიძე სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი ეკატერინე მოსიძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სალერნოს (იტალია) უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

დოქტორანტის ვიზიტი მოიცავდა მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში კვლევით საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ სადოქტორო კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ვერცხლის ნანონაწილაკების ბიოსინთეზი ადგილობრივი ლიმონის გამოყენებით. მიღებული ნანონაწილაკების მახასიათებლები შესწავლილ იქნა ანალიზის ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით და შეფასდა მათი ბიოლოგიური აქტივობა: ციტოტოქსიკურობა, ანტიბაქტერიული აქტივობა, ანტივირუსული მოქმედება.

„ჩატარებული ინ ვივო ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ მიღებულ ვერცხლის ნანონაწილაკებს აქვთ ანტივირუსული მოქმედება ახალი კორონავირუსის გამომწვევის (Sars-cov-2), მარტივი ჰერპეს ვირუსის (HSV-1), პოლიოვირუსის წინააღმდეგ. ამავდროულად, შესწავლილი ნანონაწილაკები არ მოქმედებენ ადამიანის ნორმალურ მიკრობიომზე და აქვთ ფართო თერაპიული ფანჯარა, რაც მეტყველებს მათ უსაფთხოებაზე“, - ამბობს ეკატერინე მოსიძე.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გარდა წარმატებით განხორიელებული კვლევის შედეგებისა, დოქტორანტს საშუალება ჰქონდა შეესწავლა  კვლევის ახალი მეთოდები. ასევე, მიიღო სხვადასხვა სახის ინ ვივო ექსპერიმენტული კვლევის გამოცდილება.

„მინდა გამოვხატო მადლიერება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი. მადლობელი ვარ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ყველა პირის, რომელთა შრომის შედეგად, სტუდენტებს გვეძლევა საშუალება ჩავერთოთ მსგავს პროგრამებში“,- აღნიშნა ეკატერინე მოსიძემ.