თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დახმარება უკრაინის მოქალაქეებისთვის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დახმარება უკრაინის მოქალაქეებისთვის

2022 წლის 2 მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ინიციატივით უკრაინის მოქალაქეთა დასახმარებლად საქველმოქმედო ჰუმანიტარული აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.

საქველმოქმედო აქციას თსსუ-ის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები და თსსუ-ის კლინიკების თანამშრომლები შეუერთდენ. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში უკრაინის მოქალაქეებისთვის სისხლის უანგარო დონაცია ხორციელდება.