თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მადლობის სიგელი გადაეცა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მადლობის სიგელი გადაეცა

14 ივნისს სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება. სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დაარსა.   მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, ასევე უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში.

ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  უანაგრო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა. უანგარო დონორის მსოფლიო დღის ფარგლებში  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიება,   

სისხლის უანგარო დონაციის მხარდამჭერი ორგანიზაციების სტატუსით ღონისძიებაზე მიწვეული იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის სტუდენტურ თვითმმართველობას სისხლის უანგარო დონაციის აქციების აქტიური მხარდაჭერისა და ორგანიზებისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.  სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ აქტიური დონორები, თსსუ-ის სტუდენტები უჩა ბიბიჩაძე და ეკატერინე გუშარაშვილი.